ახალი ამბები

ვინ არიან თბილისის ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატები [ინფოგრაფიკა]

7 ოქტომბერი, 2016 • 2963
ვინ არიან თბილისის ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატები [ინფოგრაფიკა]

გთავაზობთ ინფოგრაფიკას, რომლის საშუალებითაც თბილისის ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შესახებ მოკლე ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ.

ინფოგრაფიკის საშუალებით შეგიძლიათ, სხვადასხვა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქების მიხედვით დააჯგუფოთ. აგრეთვე, შეგიძლიათ გადახვიდეთ თითოეული კანდიდატის გრაფაში და მათ სამუშაო გამოცდილებას გაეცნოთ.

ყველაზე მეტი, მაჟორიტარობის 21 კანდიდატი წარდგენილი ჰყავს პარტია ქართულ ოცნებას, თუმცა მას კანდიდატი არ წარუდგენია მთაწმინდის ოლქში დამოუკიდენელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ.

 

ქვემოთ მოცემული დიაგრამა წარმოაჩენს კანდიდატების პროცენტულ განაწილებას პარტიების მიხედვით:

ამ ინფოგრაფიკის საშუალებით ნახავთ, რამდენი ქალი კანდიდატი ჰყავს წარმოდგენილი თითოეულ პარტიას. ამ გრაფაშიც საძიებო სისტემის საშუალებით ნახავთ სხვადასხვა პარტიის ქალ ან კაც კანდიდატებს:

წარდგენილ კანდიდატებს შორის იურისტები ჭარბობენ, მათ ეკონომისტები მოსდევენ, ეკონომისტებს კი -სპორტსმენები.

წარდგენილი კანდიდატების 72% მაგისტრია, 13%- დოქტორი, ხოლო 4 კანდიდატი ამჟამად სტუდენტია:

2016 წლის საპარლამენტო არჩვენებში მაჟორიტარობის კანდიდატები ჯერ არ წარუდგენია ყველა პარტიას, ამიტომ ეს ინფორმაცია საბოლოო არაა და პერიოდულად განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი