ახალი ამბებიტექნოლოგიები

Canon-ის ახალი მოდელი 5D Mark IV სექტებრიდან გაიყიდება

25 აგვისტო, 2016 • 2958
Canon-ის ახალი მოდელი 5D Mark IV სექტებრიდან გაიყიდება

ფოტოკამერების მწარმოებელმა კომპანია “ქენონმა” ახალი მოდელის 5D Mark IV-ის გაყიდვაში ჩაშვებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. კომპანია ციფრულ ფოტოაპარატებს, რომლებიც ახლა უკვე Wi-Fi მხარდაჭერით სარგებლობენ, აქვთ სენსორული ზედაპირი და შესაძელებელია 4K გაფართოების ვიდეოს გადაღება, სექტემბრიდან გაყიდის და მათი ფასი $3,499 იქნება.

Canon 5D mark IV. ფოტო: The Verge

Canon 5D mark IV. ფოტო: The Verge

კამერა თავისი წინამორბედისაგან განსახვავებით თითქმის სრულად განახლდა; და ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან 5D Mark III ჯერ კიდევ 2012 წელს ჩაეშვა გაყიდვაში. ახალ ფოტოკამერას 30.4-მეგაპიქსელიანი სენსორი აქვს, ISO 100-32,000-ია, თუმცა მისი გაზრდა 50-102,400-მდეა შესაძლებელი. კამერას წამში 7 ფოტოს გადაღება შეუძლია. მისი ეკრანი სენსორულია და ფოკუსის კონტროლი თითის მოძრაობითაა შესაძლებელი.

ფოტოკამერის მახასიათებლების უკეთ გასაცნობად იხილეთ ვიდეო:

მასალების გადაბეჭდვის წესი