ახალი ამბები

ცესკომ “ცენტრისტების” პოლიტიკური რეკლამის კანონთან შესაბამისობის შესწავლა დაიწყო

15 აგვისტო, 2016 • 1195
ცესკომ “ცენტრისტების” პოლიტიკური რეკლამის კანონთან შესაბამისობის შესწავლა დაიწყო

ცესკომ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” საჩივრის, რომლითაც “ცენტრისტების” პოლიტიკური რეკლამის აკრძალვას ითხოვენ, შესწავლა დაიწყო.

“ამ საკითხთან დაკავშირებით ცენტრალურმა სარჩევვნო კომისიამ დაიწყო წარმოება პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” ვიდეორგოლის შინაარსთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანიის წესებთან შესაბამისობის კუთხით. კანონმდებლობის შეაბამისად, აღნიშნულ საკითხს იხილავს ცესკოს თავმჯდომარე და არა ცესკო. თავმჯდომარე წარმოების დასრულებისთანავე შესაბამის ვადებში მიიღებს გადაწვეტილებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თაობაზე”, – განგვიხადეს ცსკოში.

ცესკოს განმარტებით, ადმინისტრაციული კოდექსით მაქსიმალური ვადაა 30 კალედარული დღე. რაც შეეხება საკითხის განხილვის თარიღს, ჯერ თარიღი უცნობია. “სამართლიანი არჩვენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადეობამ” ცესკოს გუშინ, 14 აგვისტოს მიმართა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამონჩდა პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” რეკლამა, სადაც მოსახლეობას ჰპირდებიან 400-ლარიან “რუსული პენსიის” დანამატს, რუსეთის მოქალაქეობასა და რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონებას. აღნიშნული ვიდეორგოლი საზოგადეობრივმა მაუწყებელმა მოგვიანებით ჩახსნა.

“რესპუბლიკური პარტიის” შემდეგ ლადო ბედუკაძის პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, გია ვოლსკი და ეკა ბესელია გამოვიდნენ.

 

13 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამართლიანი არჩევნების სარჩელი, რომლითაც  ამომრჩევლების მოსყიდვის გამო  „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი