ახალი ამბები

პოლიციელმა, რომელიც სამტრედიელი ახალგაზრდის წერილშია ნასხენები, თანამდებობა დატოვა

12 აგვისტო, 2016 • 1623
პოლიციელმა, რომელიც სამტრედიელი ახალგაზრდის წერილშია ნასხენები, თანამდებობა დატოვა

პოლიციელი, რომელმაც სავარაუდოდ დაემუქრა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამტრედიელ ახალგაზრდას, რომელმაც თავი მოიკლა, გამოძიების დასრულებამდე თანამდებობა დატოვა.

“პოლიციელმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა პოზიცია, რომელსაც იკავებდა, და იმყოფება კადრების განკარგულბაში გამოძიების დასრულებამდე”, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 აგვისტოს.

გამოძიებას კი საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს. პროკურატურის ცნობით,  შ.ს.ს. სამტრედიის რაიონულ სამმართველოში 8 აგვისტოს დაიწყეს გამოძიება დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე [საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი].

პროკურატურის ცნობით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდა პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები –  დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, აცხადებს პროკურატურა.

8 აგვისტოს სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  ამის შესახებ 12 აგვისტოს გახდა ცნობილი. თვითმკვლელობამდე მან წერილი დაწერა, სადაც ამბობს, რომ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც პოლიციელმა გ. თ-მ სცემა, მოკვლით დაემუქრა და სთხოვდა, რომ მიეწოდებინა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვის მოჰყავდა მარიხუანა ახლომდემარე სოფლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი