ახალი ამბები

ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა რიო 2016 გამარჯვებით დაიწყო

11 აგვისტო, 2016 • 1491
ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა რიო 2016 გამარჯვებით დაიწყო

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიური თამაშები წარმატებით დაიწყო 20 წლის ბექა ღვინიაშვილმა, რომელიც ძიუდოისტთა 100 კგ–მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ბექასთვის ეს პირველი ოლიმპიადაა.

ქართველმა ძიუდოისტმა ბრიტანელ ბენჯამენ ფლეტჩერთან სუფთა გამარჯვება მოიპოვა და მერვედფინალში გავიდა.

ბექა ღვინიაშვილი პირველ წრეში ისვენებდა. მერვედფინალში ქართველი სპორტსმენი ბელგიის ოლიმპიური ნაკრების წევრს ტომა ნიკიფოროვს შეხვდება.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის 2 მედალი აქვს – ვერცხლი და ბრინჯაო. ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო მედლის აღება.ვარლამ ლიპარტელიანმა გუშინ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ვერცხლის მედალი მოუტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი