ახალი ამბები

ვარლამ ლიპარტელიანმა რიო 2016-ზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

11 აგვისტო, 2016 • 4386
ვარლამ ლიპარტელიანმა რიო 2016-ზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ვარლამ ლიპარტელიანი ფინალში იაპონელ მაშუ ბეიკერთან დაძაბულ ბრძოლაში ერთი შიდოთი დამარცხდა და საქართველოს ნაკრებს რიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა.

ემოციური კადრი - ვარლამ ლიპარტელიანი დაჯილდოვების ცერემონიაზე

ემოციური კადრი – ვარლამ ლიპარტელიანი დაჯილდოვების ცერემონიაზე

27 წლის ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიადაზე მეორე წრიდან ჩაერთო. 90 კგ-მდე წონით კატეგორიის ნახევარფინალში ლიპარტელიანმა კორეელი მსოფლიო ჩემპიონი დონჰან გვაკი ორი ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში მონღოლ ოტგონბაატარ ლხაგვასურენს მოუგო, მერვედფინალში ნაურუელ ოვინი უერასას მარტივად გაუსწორდა, ხოლო მანამდე ტაჯიკელ კომრონშოკ უსტოპირიონს სძლია.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა. ის გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო მედლის მოპოვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი