ახალი ამბები

პარიზის ოლიმპიადაზე ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

30 ივლისი, 2024 •
პარიზის ოლიმპიადაზე ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ტატო გრიგალაშვილი ფინალში ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულ იაპონელ ტაკანორი ნაგასეს დაუპირისპირდა, შეხვედრა დათმო, ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოიპოვა და საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას პარიზის ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოუტანა.

24 წლის ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონია და პარიზის ოლიმპიადაზე მოპოვებული ვერცხლის მედალი მის კარიერაში პირველი ოლიმპიური მედალია.

პარიზის ოლიმპიადის პირველ შეხვედრაში მან მოლდოველ მიჰაილ ლატიშევს სძლია, მერვედფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილი დაამარცხა, მეოთხედფინალში ტაჯიკ სომონ მაჰმადბეკოვს სძლია, ნახევარფინალი კი სამხრეთკორეელ ჯონჰვან ლის მოუგო.

მასალების გადაბეჭდვის წესი