ახალი ამბები

ვარლამ ლიპარტელიანი რიო 2016–ის მეოთხედფინალშია

10 აგვისტო, 2016 • 3521
ვარლამ ლიპარტელიანი რიო 2016–ის მეოთხედფინალშია

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ვარლამ ლიპარტელიანი მედალს მიუახლოვდა. 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ნაურუელ ოვინი უერასას მარტივად მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.

27 წლის ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიადაზე მეორე წრიდან ჩაერთო.  მერვედფინალამდე მან ტაჯიკელ კომრონშოკ უსტოპირიონსთან გაიმარჯვა. ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში მონღოლ ოტგონბაატარ ლხაგვასურენს შეხვდება.

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ამ დროისთვის მხოლოდ ერთი მედალი აქვს მიღებული. საქართველოს ბრინჯაოს მედალი წინა ოლიმპიადის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა. შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო მედლის მოპოვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი