ახალი ამბები

ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა რიო 2016 გამარჯვებით დაიწყო

10 აგვისტო, 2016 • 1870
ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა რიო 2016 გამარჯვებით დაიწყო

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ტაჯიკელ კომრონშოკ უსტოპირიონს მოუგო და მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ქართველი ძიუდოისტი მერვედფინალში ნაურუელ ოვინი უერასას შეხვდება. ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიადაზე მეორე წრიდან ჩაერთო.

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ამ დროისთვის მხოლოდ ერთი მედალი აქვს მიღებული. საქართველოს ბრინჯაოს მედალი წინა ოლიმპიადის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა. შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო მედლის მოპოვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი