ახალი ამბები

დარცმელიძე უარყოფს, რომ ჩართულია შეირაღებული ჯგუფების შექმნის პროცესში

20 მარტი, 2012 •
დარცმელიძე უარყოფს, რომ ჩართულია შეირაღებული ჯგუფების შექმნის პროცესში

დავით დარცმელიძე, რომელიც ერთ-ერთ მათგანია, ვინც ირაკლი ალასანიას თქმით, ახალაიების დავალებით, აიარაღებს, აკონტროლებს და აფინანსებს სამეგრელოში შეიარაღებული ძალების შექმნის პროცესს, “ავანტიურისტულს” უწოდებს ამ ბრალდებას.

დარცმელიძე, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გუბერნატორის მოადგილეა, livepress.ge-სთან საუბარში აცხადებს:

„საუბრები იმაზე, რომ სამეგრელოში არსებობს შეირაღებული დაჯგუფებები, რომლებიც მიმართულია სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ, არის მოგონილი. არ არსებობს ფაქტობრივი მასალა, რომ მე პირადად ჩართული ვარ შეირაღებული ჯგუფების შექმნის პროცესში, ან ასეთი პროცესი საერთოდ მიმდინარეობს“.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ აქ.

ამავე თემაზე:

ალასანია:შეიარაღებულ ფორმირებებს ახალაიები ქმნიან

მასალების გადაბეჭდვის წესი