ახალი ამბები

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტომობილი აფეთქდა

2 აგვისტო, 2016 • 1286
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტომობილი აფეთქდა

მერსედესის მარკის ავტომობილს ჯერ ცეცხლი გაუჩნდა და შემდეგ აფეთქდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მარშალ გელოვანის გამზირზე, 2 აგვისტოს, შუაღამის 3-ის ნახევრისთვის.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი მეხანძრე მაშველი. 

ტელეკომპანია რუსთავი2-ის ცნობით, აფეთქებამ ახლომდებარე რადიოკომპანია “საქართველოს” შენობის ფოიეს მინები ჩაამსხვრია. მათივე ცნობით, ავტომობილის მძღოლმა და მგზავრებმა აფეთქებამდე მანქანიდან გადმოსვლა მოასწრეს, ისინი არ დაშავებულან. ადგილზე მობილიზებული იყო ერთი სახანძრო და ერთი სამაშველო მანქანა.

აფეთქებული ავტომობილი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. 02.08.2016. ფოტო: რუსთავი2

აფეთქებული ავტომობილი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. 02.08.2016. ფოტო: რუსთავი2

მასალების გადაბეჭდვის წესი