ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატების” მე-4 ყრილობა სპორტის სასახლეში

16 ივლისი, 2016 • 1674
“თავისუფალი დემოკრატების” მე-4 ყრილობა სპორტის სასახლეში

პოლიტიკურმა პარტიამ “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები” დღეს სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე 2016 წლის საპარლამენტო არჩვენებში სიის პირველი ოცეული წარადგინა.

პარტიის ლიდერმა პრეზენტაციის დასაწყისში სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე იზრუნოს და უფლება მიანიჭოს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ალასანიას თქმით, აფხაზეთიდან დევნილებს უფლება უნდა ჰქონდეთ, აირჩიონ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრები.

ალასანიამ ასევე ვრცლად ისაუბრა პარტიის სამოქმედო გეგმებზე და განაცხადა, რომ სოციალური, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში არსებული პრობლემების მოგვარება პარტიისათვის პრიორიტეტული იქნება.

“მე ვაძლევს პირობას პოლიციის ნებისმიერ ოფიცერს, რომ ისინი გათავისუფლდებიან პოლიტიკური დიქტატურისგან,” – განაცხადა ალასანიამ.

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ისაუბრა ეკონომიკურ სფეროში საჭირო ცვლილებებზე და განაცხადა, რომ ეკონომიკის განვითარებასთან ერთად მისი გუნდისათვის განათლების სისტემის რეფორმირება მნიშვნელოვანი იქნება. ალასანიამ ყურადღება გაამახვილა სპორტის განვითარების შესაძლებლობებზეც.

რაც შეეხება სოციალურ დახმარებასა და პენსიებს, ალასანიას გუნდს ამ მიზნებისათვის 1.3 მილიარდი ლარის გამოყოფა აქვს გადაწყვეტილი. მისი თქმით, პენსია იქნება დაახლოებით 300 ლარი.

ირაკლი ალასანიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების დაკავების ფაქტზე.

“ჩვენ არ მივატოვეთ ერთმანეთს მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირდა. ძველბედობის ჭამს ჩვენ ერთმანეთს გვერდში დავუდექით, ისევე როგორც არ მივატოვებთ  და გამოვიხსნით ციხიდან 5 უდანაშაულო ადამიანს, თავდაცვის სამინისტროს წევრებს, რომლებიც დღეს პოლიტიკური ნიშნით იხდიან სასჯელს,” – განაცხადა ალასანიამ.

"თავისუფალი დემოკრატების" IV ყრილობაზე სპორტის სასახლეში. 16.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

გიორგი ცაგარეიშვილი “თავისუფალი დემოკრატების” IV ყრილობაზე სპორტის სასახლეში. 16.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

"თავისუფალი დემოკრატების" IV ყრილობა სპორტის სასახლეში. 16.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“თავისუფალი დემოკრატების” IV ყრილობა სპორტის სასახლეში. 16.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

"თავისუფალი დემოკრატების" IV ყრილობაზე სპორტის სასახლეში. 16.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“თავისუფალი დემოკრატების” IV ყრილობაზე სპორტის სასახლეში. 16.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

პარტიის მხარადმჭერები წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ტერაქტის შედეგად დაღუპულ ადამიანებს "თავისუფალი დემოკრატების" IV ყრილობაზე სპორტის სასახლეში. 16.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

პარტიის მხარადმჭერები წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ტერაქტის შედეგად დაღუპულ ადამიანებს “თავისუფალი დემოკრატების” IV ყრილობაზე სპორტის სასახლეში. 16.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

"თავისუფალი დემოკრატების" IV ყრილობაზე სპორტის სასახლეში. 16.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“თავისუფალი დემოკრატების” IV ყრილობაზე სპორტის სასახლეში. 16.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

"თავისუფალი დემოკრატების" IV ყრილობაზე სპორტის სასახლეში. 16.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“თავისუფალი დემოკრატების” IV ყრილობაზე სპორტის სასახლეში. 16.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მასალების გადაბეჭდვის წესი