ახალი ამბები

ალასანია: აფხაზეთის უზენაეს საბჭოში წევრები დევნილებმა უნდა აირჩიონ

16 ივლისი, 2016 • 1656
ალასანია: აფხაზეთის უზენაეს საბჭოში წევრები დევნილებმა უნდა აირჩიონ

პოლიტიკურმა პარტიამ “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები” დღეს სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე 2016 წლის საპარლამენტო არჩვენებში სიის პირველი ოცეული წარადგინა.

პარტიის ლიდერმა პრეზენტაციის დასაწყისში სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე იზრუნოს და უფლება მიანიჭოს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ალასანიას თქმით, აფხაზეთიდან დევნილებს უფლება უნდა ჰქონდეთ, აირჩიონ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრები.

“მე მინდა მივმართო დევნილებს და ვუთხრა მათ, რომ ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება საქართველოს გამთლიანება. მათთან ერთად შერიგების პროცესი აფხაზ და ოს ხალხთან უნდა გავხადოთ შეუქცევადი. ამას ალტერნატივა არ აქვს.

მე მქონდა საშუალება გავსაუბრებოდი, დამეწყო მოლაპარაკებების პროცესი მეორე მხარესთან და დავინახე, რომ მათაც არანაკლები ტკივილი, სისხლი აქვთ გადატანილი. სწორდ ამიტომ მე გეუბნებით, რომ ჩვენ ავამოქმედებთ ყველა რესურსს დიპლომატიურს, საერთაშორისო დიპლომატიურს, რომ ჩვენ შერიგების პროცესი და ქვეყნის გამთლიანების პროცესი რეალურად დავიწყოთ და შეუქცევადად ვაქციოთ.

მე ასევე მინდა მივმართო დევნილებს და ვუთხრა, რომ მათი უფლება, არჩევანის უფლება, რომელიც სწორედ ავტონომიაში არ ჰქონდა რეალიზებული, ვთვლი და ვიზიარებ იმას, რომ უნდა იყოს ისევ მათთავის ხელმისაწვდომი. ეს ნიშნავს იმას, რომ უზენაეს საბჭოში ყველა გამოკლებული, შეუვსებელი პარლამენტის წევრი აფხაზეთის უნდა იყოს აფხაზეთიდან დევნილი წევრის არჩეული. იმიტომ, რომ მათ უნდა განახორციელონ პირდაპირი დემოკრატია. ისე, რომ მეტი ლეგიტიმაცია შესძინონ აფხაზეთის სტრუქტურებს,” – განცხადა ირაკლი ალასანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი