ახალი ამბები

ჯარისკაცებს, რომლებმაც საბერძნეთს თავშესაფარი სთხოვეს თურქეთში დააბრუნებენ

16 ივლისი, 2016 • 1128
ჯარისკაცებს, რომლებმაც საბერძნეთს თავშესაფარი სთხოვეს თურქეთში დააბრუნებენ

BBC-ის ინფორმაციით, 8 ჯარისკაცი, რომლებმაც გამთენიისას ვერტმფრენით საბერძნეთის ტერიტორიაზე გადასვლა მოახერხეს და ქვეყანას თავშესაფარს სთხოვდნენ, თურქეთს გადასცემენ. ბერძნულმა მხარემ მათი ექსტრადირების გადაწყვტილება მიიღო. ამის შესახებ თავად თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუსოღლუმ განაცხადა.

საბერძნეთის მთავრობის პრესპიკერი, ოლგა გეროვასილი აცხადებდა, რომ მთავრობის შემადგენლობა საკითხზე მსჯელობდა. თურქეთის პარლამენტი კი ამ წუთებში სპეციალურ სხდომას მართავს, რომლის ფარგლებშიც ერთობლივ დასკვნას მოაზადებენ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ. ამავდროულად, ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ფოტომასალა, რომელზეც ჟურნალისტების განცხადებით აჯანყებაში მონაწილე ჯარისკაცები არიან ასახული. “ტაიმსის” რეპორტიორის ცნობით, ისინი გააშიშვლეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

15 ივნისს, გვიან ღამით თურქეთში შეიარაღებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო. ანკარაში პარლამენტის შენობას რამდენჯერმე ესროლეს ბომბები, შეიარაღებულ შეტაკებებს ადგილი ჰქონდა სტამბულშიც. სიტუაცია უკვე მეტწილად ექვემდებარება კონტროლს. აჯანყების შედეგად, დაღუპულია 160 ადამიანი, დაშავებულია 1154 ადამიანი, დაკავებულია 2,840 სამხედრო პირი. პრეზიდენტი ერდოღანი მომხდარს ფეტულა გულენს უკავშირებს. გაეცანით მოვლენათა ქრონოლოგიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი