ახალი ამბები

#Idamistiyorum – თურქეთში სიკვდილით დასჯის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებაზე იმუშავებენ

16 ივლისი, 2016 • 1224
#Idamistiyorum – თურქეთში სიკვდილით დასჯის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებაზე იმუშავებენ

თურქეთის პრემიერ-მინისტრი, ბინალი ილდირიმი კითხვაზე, დასჯიან თუ არა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ჩართულ პირებს სიკვდილით, პასუხობს, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით ჩანაწერი არ არის, თუმცა ხელისუფლება საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა “გარდიანი” ავრცელებს.

ჰეშთეგი #Idamistiyorum – რაც ქართულად ნიშნავს “მე მინდა სიკვდილით დასჯა” სოციალურ ქსელ “ტვიტერში” უკვე საათზე მეტი გამოჩნდა და ის 51.000-ზე მეტჯერ გამოიყენეს.

ამ დროისათვის დაკავებულია 200-ზე მეტი აჯანყებული და მოკლულია 104.

15 ივნისს, გვიან ღამით თურქეთში შეიარაღებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო. ანკარაში პარლამენტის შენობას რამდენჯერმე ესროლეს ბომბები, შეიარაღებულ შეტაკებებს ადგილი ჰქონდა სტამბულშიც. თუმცა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სიტუაცია უკვე მეტწილად ექვემდებარება კონტროლს. აჯანყების შედეგად, დაღუპულია მინიმუმ 90 ადამიანი, დაშავებულია 1154 ადამიანი.

გაეცანით მოვლენათა ქრონოლოგიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი