ახალი ამბები

AP: თურქეთის პარლამენტი დაბომბეს

16 ივლისი, 2016 • 1529
AP: თურქეთის პარლამენტი დაბომბეს

AP-ის ცნობით, თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცლეებს ინფორმაციას, რომ თურქეთის პარლამენტი დაბომბეს. CNN Turk-ის ინფორმაციით, დაშავებულები არიან პოლიციის ოფიცრები და პარლამენტის თანამშრომლები. დამატებითი ინფორმაცია მომხდარის შესახებ ჯერ არ ვრცელდება.

საერთაშორისო მედიის ცნობით, თურქეთის ეროვნული უშიშროების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა ვერ შედგა და მდგომარეობა ნორმალიზებულია.

15 ივლისს, საღამოს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო. სროლებისა და აფეთქებების ხმა ამ დრომდე ისმის სტამბულსა და ანკარაში. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრეზიდენტმა ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი