ახალი ამბები

ათეულობით დაღუპული და პანიკა ნიცაში – სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა

15 ივლისი, 2016 • 1277
ათეულობით დაღუპული და პანიკა ნიცაში – სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა

ნიცაში სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა და ათეულობით ადამიანი მოკლა. “გარდიანის” ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს მიაღწია.

ადამიანები ამ დროს გარეთ იყვნენ გამოსული და ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდნენ. სატვირთო ავტომობილი ხალხში მაშინ შევარდა, როდესაც ისინი ფოიერვერკს უყურებდნენ.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა, თუ როგორ გარბიან ადამიანები ნიცის ქუჩებში.

საფრანგეთის ქალაქ ნიცის მერმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც ხალხის მასაში შევარდნილ სატვირთო მანქანის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა. “ნიცას მცხოვრებლებო, სატვირთო მანქანის მძოღლმა სავარაუდოდ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ წუთისთვის დარჩით სახლებში, დამატებითი ინფორმაცია გავრცელდება,” – წერს ქალაქის მერი ტვიტერზე.

ფრანს-პრესის ინფორმაციით, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი