ნიცაში სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა და ათეულობით ადამიანი მოკლა. “გარდიანის” ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს მიაღწია.

ადამიანები ამ დროს გარეთ იყვნენ გამოსული და ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდნენ. სატვირთო ავტომობილი ხალხში მაშინ შევარდა, როდესაც ისინი ფოიერვერკს უყურებდნენ.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა, თუ როგორ გარბიან ადამიანები ნიცის ქუჩებში.

ფრანს-პრესის ინფორმაციით, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *