ახალი ამბები

ნიცაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა

15 ივლისი, 2016 • 1524
ნიცაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა

ნიცაში სატვირთო ავტომობილის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, “ბიბისის” ინფორმაციით, 84-ს მიაღწია. საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში 18 ადამიანია. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვია.

14 ივლისს, ადგილობრივი დროით საღამოს 11:00 საათზე, ნიცის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე შეკრებილი ადამიანები საფრანგეთის ნაციონალურ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღიშნავდნენ. სწორედ ხალხით სავსე ქუჩაში მაღალი სიჩქარით გაიარა სატვირთო ავტომობილმა. მოწმეების განცხადებით, თავდამსხმელი ცდილობდა, რომ სატვირთო “ზიგზაგებით” ემართა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაეშავებინა. გარდიანის ინფორმაციით, მშობლებმა “ისტერიულად გადაყარეს ბავშვები ღობეებიდან”, რათა სატვირთო მანქანისაგან გადაერჩინათ.

სატვირთო ავტომობილის მძღოლმა, სანამ პოლიცია მოკლავდა, ხალხმრავალ გზაზე 2კმ-ის გავლა მოასწრო. იმ პოლიციელის განცხადებით, რომელმაც სატვირთოს მძღოლი მოკლა, თავმდამსხმელმა ცეცხლი გახსნა ხალხის მიმართულებით.

სატვირთო, რომლითაც მძღოლმა ნიცაში ტეროტისტიული აქტი განახორციელა . 15.07.2016. ფოტო: EPA/FRANCK FERNANDES FRANCE AND BELGIUM OUT / CORBIS OUT

სატვირთო, რომლითაც მძღოლმა ნიცაში ტეროტისტიული აქტი განახორციელა. 15.07.2016. ფოტო: ეპა/ფრენკ ფერნანდესი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებით, თავდასხმა “უდავოდ ტერორისტული ხასიათისაა”. საფრანგეთში მოქმედი საგანგებო მდგომარეობა სამი თვით გახანგრძლივდა.

ბიბისის ცნობით, კონტრტერორიზმის სპეციალისტი მარგარეტ გილმორი “გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტიდან” ამბობს, რომ თავდასხმას ყველა ნიშანი აქვს, რათა ვიფიქროთ, რომ ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” (ISIS) ორგანიზებულია. თუმცა, ასევე ამბობს, რომ შესაძლებელია, თავდამსხმელი უბრალოდ იზიარებდა ISIS-ის იდეოლოგიას.

ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი 31 წლის ფრანგულ-ტუნისური წარმოშობის კრიმინალი იყო. “გარდიანი” წერს, რომ ფრანგული მედიის ცნობით, მას საფრანგეთის პოლიცია “კარგად იცნობდა”, მაგრამ არა ტერორიზმთან დაკავშირებული საქმიანობის გამო.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯული ბიშოპის თქმით, ნიცაში სატვირთო ატვომობილის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ავსტრალიის სამი მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი