ახალი ამბები

ნიცაში სატვირთო მანქანა, რომელიც ხალხში შევარდა, ცეცხლსასროლი იარაღით იყო დატვირთული

15 ივლისი, 2016 • 1438
ნიცაში სატვირთო მანქანა, რომელიც ხალხში შევარდა, ცეცხლსასროლი იარაღით იყო დატვირთული

ოფიცილური პირების განცხადებით, სატვირთო ავტომობილი, რომელიც ნიცაში ხალხში შევარდა და 70-ზე მეტი ადამიანი მოკლა, დატვირთული იყო იარაღით, მათ შორის, ხელყუმბარებითაც.

იმ პოლიციელის განცხადებით, რომელმაც სატვირთოს მძღოლი მოკლა, თავმდამსხმელმა ცეცხლი გახსნა ხალხის მიმართულებით.

14 ივლისს ნიცის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე შეკრებილი ადამიანები საფრანგეთის ნაციონალურ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღიშნავდნენ. სწორედ ხალხით სავსე ქუჩაში, მაღალი სიჩქარით გაიარა  სატვირთო ავტომობილმა, რასაც 70 ადამიანზე მეტი შეეწირა, 100 კი დაშავდა.

თავდასხმის შედეგად მოკლულების შორის არიან ბავშვები, ასევე, პოლიციის მაღალჩინოსანი.

მოწმეების განცხადებით, თავდამსხმელი ცდილობდა, რომ სატვირთო “ზიგზაგებით” ემართა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაეშავებინა. როგორც “გარდიანი” წერს, სატვირთომ დაახლოებით 2 კილომეტრი გაიარა ხალხმრავალ გზაზე.

თავდასხმის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა კრიზისების საბჭოს შეხვედრა ჩაატარა. შინაგან საქმეთა მინისტრი ნიცაში გაემგზავრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი