ახალი ამბები

ბაჩო ახალაიამ ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწეს უმასპინძლა

23 თებერვალი, 2012 •
ბაჩო ახალაიამ ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწეს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სელესტ ვალანდერს და აშშ-ის ევროპული სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორის მოადგილეს, ადმირალ მარკ მონტგომერს შეხვდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს. აშშ-ის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს სამხედრო სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და მოდერნიზაციას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. აშშ ასევე დაეხმარება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში,” – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მინისტრთან შეხვედრამდე ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, დოქტორ სელესტ ვალანდერი გუშინ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.  

ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოდან ხვალ გაემგზავრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი