აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს. აშშ-ის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს სამხედრო სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და მოდერნიზაციას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. აშშ ასევე დაეხმარება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში,” – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მინისტრთან შეხვედრამდე ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, დოქტორ სელესტ ვალანდერი გუშინ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოდან ხვალ გაემგზავრება.
