ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მარიმ უიმბლდონის ტურნირი კაცებს შორის ოთხი წლის განმავლობაში უკვე მეორედ მოიგო და კარიერაში მესამე მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა. ენდი მარიმ მილოშ რაონიჩი სამ სეტში ანგარიშით 6-4, 7-6, 7-6 დაამარცხა.

ქალთა შორის უიმბლდონის თასი კი ამერიკელ სერენა უილიამსს გადაეცა, რომელმაც ტიტული უკვე მეშვიდედ მოიპოვა და გახდა ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი ქალი, რომელმაც დიდი სლემის ტურნირი მოიგო.

ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი. ფოტო: EPA/ADAM DAVY
ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი. ფოტო: EPA/ADAM DAVY

უიმბლდონის ტურნირი ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ძველი ჩემპიონატია. ის 1877 წელს დაარსდა და დღემდე ჩოგბურთის სამყაროში ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად მიიჩნევა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *