ახალი ამბები

NATO-ს მორიგი სამიტი 2017 წელს ბრიუსელში გაიმართება

9 ივლისი, 2016 • 1443
NATO-ს მორიგი სამიტი 2017 წელს ბრიუსელში გაიმართება

NATO-ს მორიგი სამიტი 2017 წელს ბრიუსელში გაიმართება – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა NATO-ს ორდღიანი სამიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

შემეჯამებელ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებაში სტოლტენბერგმა სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მნიშვნელობაზეც:

“გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და დავეხმაროთ საქართველოს წევრობის გზაზე.

უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობის საშაუალებით, ვუპასუხოთ კრიზისებს NATO-ს საზღვრებს მიღმა. ასევე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები, რათა განვაახლოთ ნატოს შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობები. ჩვენ ახლახან მივიღეთ ვარშავის დეკლარაცია ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებასთან დკაავშირებით. ეს ძლიერი სიგნალია, რომელიც ჩვენს ერთობას ადასტურებს.

არაპროგნოზირებად მსოფლიოში, სამხრეთით და აღმოსავლეთით არსებული გამოწვევებით, NATO რჩება სტაბილურობის არსებით წყაროდ. ჩვენი მისია მტკიცეა: უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი ალიანსი რჩება მშვიდობის, უსაფრთხოების და საერთო ღირებულებების მქონე ერთობად. ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ერთად დგანან და ერთად მოქმედებენ.

ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ კვლავ შევხვდეთ ერთმანეთს მომდევნო სამიტზე 2017 წელს, NATO-ს შტაბ-ბინაში ბრიუსელში,”- განაცხადა იენს სტოლტენგერგმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი