ახალი ამბები

ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე იან სტოლტერბერგს მარკ რუტე შეცვლის

20 ივნისი, 2024 •
ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე იან სტოლტერბერგს მარკ რუტე შეცვლის

ნატოს წევრი 32-ვე ქვეყნის მხარდაჭერის შედეგად, ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე იან სტოლტერბერგს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე შეცვლის. ამის შესახებ Politico წერს.

რუტე ოფიციალურ საქმიანობას 2 ოქტომბრიდან დაიწყებს.

მის კანდიდატურაზე შეთანხმებას ბოლო დრომდე უნგრეთის, სლოვაკეთის და რუმინეთის პოზიცია უშლიდა ხელს. სამშაბათს, 18 ივნისს, უნგრეთისა და სლოვაკეთის მხარდაჭერის შემდეგ,  ხუთშაბათს, 20 ივნისს, რუტეს მხარი რუმინეთმაც დაუჭირა და რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ნატოს უმაღლეს თანამდებობაზე თავისი კანდიდატურა მოხსნა. ზემოაღნიშნული ნატოს ხელმძღვანელის პოსტზე, რუტეს გარდა, ერთადერთი კანდიდატი იყო.

გარდა ამისა, მოქმედი გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო ძალიან კარგ ხელში იქნება იმის გათვალისწინებით, რომ მარკ რუტე ხდება შემდეგი გენერალური მდივანი.

„ნატო ძალიან კარგ ხელში იქნება იმის გათვალისწინებით, რომ მარკ რუტე ხდება შემდეგი გენერალური მდივანი. კანდიდატი არის მარკ რუტე. ის დიდებული ადამიანია, მრავალი წელია, პრემიერ-მინისტრია და მტკიცედ სჯერა ტრანსატლანტიკური კავშირის. ის ჩემი მეგობარი და კოლეგაა“, — განაცხადა სტოლტენბერგმა 19 ივნისს, კანადაში ვიზიტისას.

ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი 2014 წლიდან იყო ნატოს გენერალური მდივანი და უკვე ოთხჯერ გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა. საბოლოოდ მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს დატოვებს პოსტს, რომელსაც, ნიდერლანდების პრემიერი მარკ რუტე ჩაიბარებს.

57 წლის მარკ რუტე 2010 წლიდან არის ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი. ის წარმოადგენს სახალხო პარტიას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის (VVD), რომელიც ლიბერალური Renew Europe-ის ევროპულ ოჯახში შედის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი