ახალი ამბები

მიხეილ ჯანელიძე: კერის ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ საქართველოს გვერდით დგას აშშ

7 ივლისი, 2016 • 1209
მიხეილ ჯანელიძე: კერის ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ საქართველოს გვერდით დგას აშშ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაფასა საქართველოში ჯონ კერის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი.

“სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ამ დროს, ნატოს ვარშავის სამიტის წინ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ საქართველოს გვერდით დგას აშშ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გზავნილი იყო ძალიან მკაფიო საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელად მხარდაჭერის კუთხით. ვარშავის სამიტიდან საქართველო ელოდება, რომ მიიღებს კიდევ უფრო მეტ გარანტიებს იმისათვის, რომ ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება ნატოსთან,” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ჯონ კერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა 6-7 ივლისს. რამდენიმე წუთის წინ მან საქართველო დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა, შემდეგ კი ვარშავას ეწვევა ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი