ნეტგაზეთი | უსუფაშვილი: უკეთესია, თუ OSCEPA-ს პრეზიდენტი იქნება კრისტინა მუტონენი უსუფაშვილი: უკეთესია, თუ OSCEPA-ს პრეზიდენტი იქნება კრისტინა მუტონენი – Netgazeti
RU | GE  

უსუფაშვილი: უკეთესია, თუ OSCEPA-ს პრეზიდენტი იქნება კრისტინა მუტონენი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებში მან მხარი დაუჭირა ავსტრიელ და არა ქართველ ვიცეპრეზიდენტს, თუმცა, მისივე თქმით, თუ გიგი წერეთელი გაიმარჯვებს, საქართველო ეუთოსთან და მის საპარლამენტო ასამბლეასთან ჩვეულებრივი, ცივილიზებული ფორმით გააგრძელებს თანამშრომლობას.

„ვმონაწილეობდი ლიბერალ-დემოკრატიული ჯგუფის ფრაქციის ეგიდით გამართულ საუბრებში და მათთან ერთად ჩავთვალეთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი მომავალი წლის განმავლობაში უკეთესია, თუ იქნება ქალბატონი კრისტინა მუტონენი, ასამბლეის ავსტრიელი ვიცეპრეზიდენტი, და ეს იქნება კარგი ეუთოსთვის და ეს იქნება კარგი საქართველოსთვის. ამასთანავე, მინდა ძალიან ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ გაიმარჯვებს სხვა კანდიდატი, მაგალითად, ბატონი გიგი წერეთელი, ამის გამო, იმედი მაქვს, რომ მისი შიდა პოლიტიკკური მოწინააღმდეგები არ მოახდენენ ისეთი ფრაზეოლოგიით თავისი განწყობის გამოხატვას, რომელიც დააზარალებს საქართველოს, რომელიც არ იქნება სასარგებლო ჩვენი შემდგომი ურთიერთობებისთვის ეუთოსთან და, იმედია, არ იქნება ისეთი კომენტარები, რომელიც მთელ ამ 56 ქვეყნის წარმომადგენლობას ბრალს დასდებს რაიმეარასწორ ქმედებებში. ამიტომ მე ვუსურვებ წარმატებას ქალბატონ მუტონენს, თუ გაიმარჯვებს ვინმე სხვა კანდიდატი, ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ეუთოსთან და მის საპარლამენტო ასამბლეასთან ჩვეულებრივი, ცივილური ფორმით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები დღეს გახდება ცნობილი. OSCEPA-ს სხდომები თბილისში 1 ივლისიდან იმართება და მუშაობას დღეს დაასრულებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი