ივნისის თვეში პოლიტიკური გაერთიანებებიდან ყველაზე მეტი შემოწირულობა “ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” მიიღო- 1 028 420 ლარი, მეორე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის [741 942], ხოლო მესამეზე პატრიოტთა ალიანსი – 174 930. ზემოხსენებული ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვყენა.
რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს, გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ ძალას ივნისში 111 442.5 ლარი შესწირეს, ენმ-ს – 81200 ლარი, ახალ პოლიტიკურ ცენტრს [გირჩი]- 38 003.6 ლარი.
სულ, ჯამში, ივნისის თვეში პოლიტიკურ სუბიექტებს 2 204 085 ლარი აქვთ მიღებული.