ახალი ამბები

ცხოველთა უფლებადამცველები “გაუჩინარებულ” ძაღლებს ეძებენ – საპროტესტო აქცია

6 ივნისი, 2016 •
ცხოველთა უფლებადამცველები “გაუჩინარებულ” ძაღლებს ეძებენ – საპროტესტო აქცია

ცხოველთა უფლებადამცველები 31 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით ვერის ბაღიდან, ვაკის პარკიდან და მარჯანიშვილის მოედნიდან ძაღლების გაუჩინარებაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ადანაშაულებენ. სააგენტოს დირექტორი ბრალდებას უარყოფს.

ცხოველთა უფლებადამცველებმა დღეს, 6 ივნისს, თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

უფლებადამცველი თამრიკო ქადაგიძე ამბობს, რომ “ცხოველების გაქრობა” 31 მაისს დაიწყო: “რამდენიმე ადგილიდან ერთად გაქნენ ძაღლები. ეტყობა, [სააგენტოს თანამშრომლები] ღამით მივიდნენ და მას შემდეგ ძაღლები გაქრნენ. სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი სააგენტოს თანამშრომლები დახურულსაბარგულიან პიკაპებში სხედან, ძაღლებს ჩაყრიან და მიჰყავთ”, – ამბობს ქადაგიძე.

“მცხეთაში აღმოვაჩინეთ ერთი ძაღლი, რომელიც ვაკეში ცხოვრობდა –  ცუცა. მთელი ვაკე იცნობდა, ყველას ეთამაშება ხოლმე. მის გარდა, ვაკის პარკიდან გაქრა სამი ძაღლი, რომლებსაც ვუვლიდი. ჯერ ორი მათგანი გაქრა 31 მაისს, 4 ივნისს  კი მესამეც გაქრა. 4-ში, დილის ხუთ საათზე ერთ-ერთი ძაღლი დაბრუნდა, – გასავათებული, შეშინებული, დღემდე ეშინია ყველასი და მაგიდის ქვეშ, ხალხის ფეხებთან ზის”, – გვიამბობს თამრიკო ქადაგიძე.

აქციაზე შეკრებილები სააგენტოსგან მოითხოვდნენ ძაღლების მდგომარეობისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას: “სად არიან ეს ძაღლები? რატომ აღმოჩნდა ვაკის ერთ-ერთი ძაღლი მცხეთაში”? აქციაზე შეკრებილებმა თეიმურაზ ფხალაძის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს.

თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი თეიმურაზ ფხალაძე განმარტავს, რომ სააგენტო უფლებამოსილებას ახორციელებს “ზედმიწევნით მისი დებულების და ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესის საფუძველზე”.

თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი, თეიმურაზ ფხალაძე. 06.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი, თეიმურაზ ფხალაძე. 06.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“რაც შეეხება ცხოველების დაჭერას – სააგენტოს სპეციალური ჯგუფები შემთხვევის ადგილზე გადიან მხოლოდ და მხოლოდ შემოსული შეტყობინების საფუძველზე. ანუ თვითნებურად არ ხდება ჯგუფების მიერ ცხოველების დაჭერა. იქიდან გამომდინარე, რომ არც ვაკის პარკიდან, არც ვერის პარკიდან შეტყობინება არ იყო შემოსული, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჯგუფები ვერ მოახდენდნენ რეაგირებას”, – ამბობს თეიმურაზ ფხალაძე.

თამრიკო ქადაგიძემ სააგენტოს დირექტორს ტელეფონით სურათი უჩვენა, სადაც, ქადაგიძის თქმით, ის პიკაპია გადაღებული, რომელმაც ძაღლები წაიყვანა. ქადაგიძე ამბობდა, რომ სურათზე იგივე პიკაპი იყო გამოსახული, რომელიც სააგენტოს ეზოში დღეს იდგა. ფხალაძემ ჯერ დაადასტურა, რომ სურათზე გამოსახული მანქანა სააგენტოს საკუთრება იყო, შემდეგ კი თქვა: “ეს პიკაპი სულ ორი დღის წინ ვიყიდეთ”.

თეიმურაზ ფხალაძის თქმით, ის სამი ძაღლი, რომელიც, უფლებადამცველების თქმით, “გაუჩინარებული იყო”, ვაკის პარკში დაბრუნდა. თუმცა თამრიკო ქადაგიძეს ვაკის პარკში მყოფმა უფლებადამცველმა აცნობა, რომ “ძაღლები იქ არ დაბრუნებულან”. აქციის ბოლოს თეიმურაზ ფხალაძე და აქციის მონაწილეები შეთანხმდნენ, წასულიყვნენ ვაკის პარკში და ენახათ, ნამდვილად იყვნენ თუ არა ძაღლები დაბრუნებული.

ცხოველთა უფლებადამცველები ჯერ მარჯანიშვილის მეტროსთან შეიკრიბნენ და შემდეგ გადაინაცვლეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან. 06.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ცხოველთა უფლებადამცველები ჯერ მარჯანიშვილის მეტროსთან შეიკრიბნენ და შემდეგ გადაინაცვლეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან. 06.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ცხოველთა უფლებადამცველები თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან მივიდნენ. 06.06.2016. ფოტო ©ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ცხოველთა უფლებადამცველები თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან მივიდნენ. 06.06.2016. ფოტო ©ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ცხოველთა უფლებადამცველებმა თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. 06.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ცხოველთა უფლებადამცველებმა თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. 06.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ცხოველთა უფლებადამცველები აქციაზე. 06.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ცხოველთა უფლებადამცველები აქციაზე. 06.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ცხოველთა უფლებადამცველები აქციაზე. 06.06.2016. ფოტო © ლუკა პერტაია

ცხოველთა უფლებადამცველები აქციაზე. 06.06.2016. ფოტო © ლუკა პერტაია

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი თემურ ფხალაძე აქციის მონაწილეებთან აქციის დაწყებიდან საათ-ნახევარში ჩამოვიდა. 06.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი თემურ ფხალაძე აქციის მონაწილეებთან ჩამოვიდა. 06.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ცხოველთა უფლებადამცველი თამრიკო ქადაგიძე საპროტესტო აქციაზე ჩამოსულ თეიმურაზ ფხალაძეს აჩვენებს იმ პიკაპის სურათს, რომელმაც, ქადაგიძის თქმით, ვაკის პარკიდან ძაღლები წაიყვანა. 06.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მასალების გადაბეჭდვის წესი