ახალი ამბები

ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების ინიციატორი პარლამენტში მღვდლებთან ერთად მივიდა

6 ივნისი, 2016 • 2424
ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების ინიციატორი პარლამენტში მღვდლებთან ერთად მივიდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომას, სადაც დღეს ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების – “სექსუალური ორიენტაცია” და გენდერული იდენტობა” ამოღებაზე უნდა იმსჯელონ, მღვდლები ესწრებიან. ისინი პარლამენტში კანონპროექტის ავტორთან ერთად მოვიდნენ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომას, სადაც ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების "გენდერული იდენტობა" და "სექსუალური ოერიენტაცია" - ამოღებაზე მსჯელობენ, მღვდლები ესწრებიან.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომას, სადაც ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების “გენდერული იდენტობა” და “სექსუალური ოერიენტაცია” – ამოღებაზე მსჯელობენ, მღვდლები ესწრებიან.

ზვიად ტომარაძის საკანონმდებლო წინადადება ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში, ასევე, სისხლის სამართლის და შრომის კოდექსში.

“2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად საზოგადოების დიდი ნაწილის და საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგობისა, მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი და ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში. საკანონმდებლო სივრცეში სექსუალური ორიენტაციის და გენდერული ინდენტობის ასახვით დაირღვა ზნეობრივი ნორმები. საქართველოს კონსტიტუცია ისედაც იცავს ყველა მოქალაქის თანაბარუფლებიანობას. ასეთი სამართლებრივი მიდგომა არათუ არ იცავს, არამედ დამანგრეველია ოჯახისა და საზოგადოების მორალისთვის. დისკრიმინაციისგან დაცვის საბაბით ხდება იმ ადამიანების დისკრიმინაცია, ვინც პატივს სცემს ტრადიციულ მორალსა და ოჯახურ ფასეულობებს,”- წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამ საკანონმდებლო წინადადებას დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს.

2015 წლის 16 სექტემბერს იმავე ინიციატივით  “ქართული ოცნების” წევრი სოსო ჯაჭვლიანი გამოვიდა, თუმცა მისი განცხადება განცხადებად დარჩა.

პარლამენტმა კანონპროექტი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები 2014 წლის 2 მაისს 115 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო.

კანონის თანახმად, პირდაპირ იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმიანცია, მათ შორის ისეთი, როგორიცაა ასაკი, ჯანმართელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობები, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია. კანონპროექტში მოცემულია დისკრიმინაციის სამართლებრივი დეფინიცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დისკრიმინაციის კონკრეტული შემთხვევის იდენტიფიკაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი