ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემების, “საქმიანი დილისა” და “ბიზნესკონტაქტი: ანალიტიკის” გადაცემის იდეის ავტორი გიორგი ისაკაძე ტელეკომპნია მაესტროს ტოვებს.
როგორც დღეს, 31 მაისს, ისაკაძემ გადაცემაში “ბიზნესკონტაქტი” განაცხადა, ტელეკომანია მაესტრომ ცალმხრივად გაუწყვიტა ხელშეკრულება 2016 წლის 1 ივნისიდან. ისაკაძის თქმით, გადაწყვეტილება დათხოვნის შესახებ გუშინ, 30 მაისს, ჩააბარეს.
“მომავალი საქმიანობა მაესტროსთან იქნება ხელშეკრულებაზე დაფუძნებული, ეს იქნება ტიპური აუთსორსი”, -ამბობს ისაკაძე.
“მას შემდეგ, რაც მან დამატებით გაიარა კონსულტაციები შაბათ-კვირას კომპანიის დამფუძნებლებათან, საუბარია დაახლოებით 80% დამფუძნებლების, როგორც თავადაც მითხრა, ამ გადაწყვეტილებებში არ მონაწილეობდნენ არხის ძელი დაფუძნებლები. მითხრა და გადმომცა ზეპირად, რომ ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ შეტყობინებას საღამოს მივიღებდი, რო მათ არ სურთ გააგრძელონ ჩემთან საქმიანი ურთიერთობა, როგორც ამ შემთხვევაში პროექტის ხელმძღვანელთან”, – განაცხადა ბიზნესკონტაქტში გიორგი ისაკაძემ.