ახალი ამბები

livepress.ge: ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 500–მდე ადამიანი დაითხოვეს

13 დეკემბერი, 2011 •
livepress.ge: ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 500–მდე ადამიანი დაითხოვეს

ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 487 თანამშრომელი დაითხოვეს. როგორც livepress.ge იტყობინება, ეს ინფორმაცია მათ ფოთის მერმა ვახტანგ ლემონჯავამ დაუდასტურა.

ლემონჯავას თქმით, გათავისუფლებულებიდან 246 ადამიანი პენსიონერია, ან საპენსიო ასაკს მიღწეული.

კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ აქციების 80% რამდენიმე თვის წინ დანიური კომპანია „მაერსკის“ შვილობილმა „APM Terminals“–მა შეისყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი