ნეტგაზეთი | მფლობელებს “მაესტროს” დაყადაღებაზე ოფიციალური ინფორმაცია არ აქვთ მფლობელებს “მაესტროს” დაყადაღებაზე ოფიციალური ინფორმაცია არ აქვთ – Netgazeti

მფლობელებს “მაესტროს” დაყადაღებაზე ოფიციალური ინფორმაცია არ აქვთ

დღეს, 7 დეკემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ეროსი კიწარიშვილის საჩივრის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ “სტუდია მაესტროს” 100%-ანი წილი დააყადაღა მმართველი კომპანიის “რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” შესაბამისი განცხადების საფუძველზე. ოფიციალურად ამის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ ტელეარხის მფლობელებს.

მაესტრო

“სტუდია მაესტროს” ერთ-ერთმა მფლობელმა მამუკა ღლონტმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ დაყადაღების შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყო.

“ეტყობა, სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდება,”- ამბობს ის.

ოფიციალური ინფორმაცია დაყადაღების შესახებ ასევე არ მიუღია “მაესტროს” კიდევ ერთ მეწილეს, ეკა აკობიას. როგორც აკობია ამბობს, მფლობელთა ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ცდილობს გაარკვიოს, სინამდვილეში მართლა მოხდა თუ არა 100%-იანი წილის დაყადაღება და რა გახდა ამის მიზეზი. “სტუდია მაესტროს” მეწილის თქმით, სხვების მსგავსად ისიც ელოდება ახალ ინფორმაციას.

ინფორმაციას “სტუდია მაესტროს” დაყადაღების შესახებ არ ადასტურებს, მაგრამ არც უარყოფს, თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის თანამშრომელი ქეთი ბასილაშვილი. მან “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ აღნიშნული საქმე წარმოადგენს სამოქალაქო დავას, რომელიც ეხება კერძო კომპანიის კომერციულ ინტერესებს, შესაბამისად, წერილობითი მოთხოვნის გარეშე სასამართლო  ინფორმაციას ვერ გასცემს.

“ნეტგაზეთი” რამდენიმე საათის მანძილზე ცდილობდა ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თაზო კუპრეიშვილი