ნეტგაზეთი | ხადიჯა ისმაილოვა პატიმრობიდან გაათავისუფლეს ხადიჯა ისმაილოვა პატიმრობიდან გაათავისუფლეს – Netgazeti

ხადიჯა ისმაილოვა პატიმრობიდან გაათავისუფლეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და უფლებადამცველი ხადიჯა ისმაილოვა აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ დღეს, 25 მაისს პატიმრობიდან გაათავისუფლა . უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აზერბაიჯანში საყოველთაო ამნისტიის დაწყებამდე 3 დღით ადრე გახდა ცნობილი.

სასამართლომ ხადიჯა ისმაილოვას პატიმრობა 3 წლითა და 6 თვით პირობითი სასჯელით შეუცვალა. ის ამჟამად კოლონიაშია, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით მალევე უნდა გაათავისუფლონ.

ისმაილოვა 2014 წლის  5 დეკემბერს დააკავეს.  საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მრავალი პრიზის მფლობელსა და რადიო თავისუფლების კონტრიბუტორს ბაქოს სასამართლომ 7.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com