ახალი ამბები

მაკა ასათიანი: კიწმარიშვილი ხელისუფლებასთან ალიანსშია

5 დეკემბერი, 2011 • 7184
მაკა ასათიანი: კიწმარიშვილი ხელისუფლებასთან ალიანსშია

შპს “სტუდია მაესტროს” ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ “მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებლის მაკა ასათიანის განცხადება დღეს, 5 დეკემბერს, გაავრცელა.

აღნიშნულ განცხადებაში წერია, რომ ეროსი კიწმარიშვილს სისტემატურად, დროის გარკვეულ მონაკვეთში ინვესტირებული თანხების გაბერვით, მოპარული ჰქონდა დაახლოებით 500 000 აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხა.

“რაც მან დაუყოვნებლივ აღიარა და შეპირდა დამფუძნებლებს და კონკრეტულად მაკა ასათიანს, რომ ამ თანხებს დააბუნებდა უახლოეს მომავალში. ეროსი კიწმარიშივლი სისტემატურად პირდებოდა დამფუძნებლებს, რომ ის მოიტანდა ამ თანხებს, თუმცა, უშედეგოდ.

მას ნათლად განემარტა, რომ სანამ არ მოიტანდა მოპარულ თანხებს, არც ერთ თეთრს არ მიიღებდა მართვის კომპანია დაფინანსების სახით, რამაც გამოიწვია ეროსის ჯიბის დაცარიელება და მაესტროსთვის ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობა.

ამას მოყვა მთელი რიგი სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ის მოიტანდა თანხებს იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტის პირობები იქნებოდა გადახედილი და აყენებდა ახალ, მისთვის სასურველ მოთხოვნებს.

ეროსი კიწმარიშვილი ჩავარდა რა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, ხელისფლებასთან გარიგებით მოინდომა მოპარული ფულის უკან დაბრუნების გამორიცხვა და დამფუძნებლების და კონკრეტულად მაკა ასათიანის მიერ ინვესტირებული ფულით შეძენილი ქონების დაპატრონება– მითვისება.

აი, რამ გამოიწვია სინამდვილეში ერასტი კიწმარიშვილის ღობეზე გადაძრომა და დემაგოგოური განცხადებების გაკეთება.

მან გადაწყვიტა, გადაეგდო მისი დამფინანსებლები და ხელისუფლებასთან ალიანსში, დანაშაულებრივი ქმედებების წყალობით, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, საიდანაც ჩვენი ინფორმაციით, ავანსის სახით უკვე მიღებული აქვს გარკვეული თანხები და ყოჩაღად ასრულებს დაკისრებულ დავალებებს, გაეთიშა ტელეკომპანია მაესტრო.

ეროსი კიწმარიშვილი მაესტროს ღობეზე გადაძრომას ვერ გაბედავდა, თუ არა მისი წინასწარი ალიანსი და გარიგება ხელისუფლებასთან, რომლის ნათელი მაგალითი არის ტელეეთერში გასული კადრებიც–თუ როგორ აძლევს ეროსი კიწმარიშივლი მითითებს საპატრულო პოლიციის თანამშრობლებს და უშუალოდ მათ უფროსს გრიგალაშვის. ასევე, როგორ ასრულებდნენ მის ბრძანებებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ჟურნალისტების არშეშვებასთან დაკავშრებეით.

თუ ბატონი ერასტი არ მოექცევა საკანონმდებლო ჩარჩოებში და უფრო მეტად გაამწვავებს არსებულ დავას, უფლებას ვიტოვებთ, უფრო მეტი ფაქტები მივაწოდოთ საზოგოადოებას მის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლის გამჟღავნებაზე ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ.”–ნათქვამია მაკა ასათიანის განცხადებაში.

ამ ბრალდებებზე ეროსი კიწმარიშვილს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. “ნეტგაზეთი” მასთან დაკავშირებას ცდილობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი