ახალი ამბები

კორცხელის ინციდენტის სავარაუდოდ მონაწილე პირები პოლიციამ გამოკითხა

25 მაისი, 2016 •
კორცხელის ინციდენტის სავარაუდოდ მონაწილე პირები პოლიციამ გამოკითხა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორცხელის ინციდენტის სავარაუდოდ მონაწილე პირები, რომლებიც 24 მაისს გამოცხადდნენ პოლიციაში, სამართალმდაცველებმა გამოკითხეს.

პოლიციის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში 6 პირი მივიდა. კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები 24 აპრილის ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოცხადდნენ.

მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ პოლიციაში თავიანთი ნებით მივიდნენ და დამალვას არ აპირებენ.

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე 22 მაისს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ენმ-ს განცხადებით, თავდამსხმელები იყვნენ “ქართული ოცნების” ე.წ. ზონდერჯგუფის წევრი სპორტსმენები. მათ რამდენიმე პირი ამოიცნეს.

შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ცემის მუხლით აღძრული საქმე შეიძლება გადაკვალიფიცირდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი