ახალი ამბები

კორცხელის საარჩევნო უბანზე ენმ-ს წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

22 მაისი, 2016 •
კორცხელის საარჩევნო უბანზე ენმ-ს წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

სამეგრელოში, სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებელმა პირებმა პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრებს, ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეუარაცხყოფა მიაყენეს. როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, პერიმეტრზე არ იმყოფებოდნენ პატრულის თანამშრომლები.

პარტიის წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მათ თავს სპოტსმენები დაესხნენ, რომლებსაც თან ჰქონდათ ე.წ. “კასტეტები”.

შსს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი