ახალი ამბები

ეროსი კიწმარიშვილმა ღამე “მაესტროში” გაათენა

2 დეკემბერი, 2011 • • 1365
ეროსი კიწმარიშვილმა ღამე “მაესტროში” გაათენა
ტელეკომპანია ”მაესტროს” მმართველი კომპანიის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი დღეს, 2 დეკემბერს, ტელეკომპანია “მაესტროს” ოფისში 12 საათზე ბრიფინგს გამართავს.

მისი თქმით, ამ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს  კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში შეტანილ საჩივარზე და გეგმავს, რომ  ბრძოლა სასამართლოს გზითაც გააგრძელოს.

კიწმარიშვილი ამბობს, რომ მან ღამე “მაესტროს” შენობაში გაატარა, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა და ჟურნალისტებმა შენობა დატოვეს.
შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებლებსა და მმართველი კომპანიის დამფუძნებელ ეროსი კიწმარიშვილს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა. მოლაპარაკება ტელეკომპანიის ოფისში გუშინ, გვიან ღამემდე, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მხარეებს შორის მედიატორს წარმოადგენდა კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის”.  მოლაპარაკებები  ყოველგვარი შედეგის გარეშე დასრულდა, რის შემდეგაც “მაესტროს” დამფუძნებლებმა და ჟურნალისტებმა ტელევიზიის შენობა დატოვეს და იქ მხოლოდ ეროსი კიწმარიშვილი და მისი თანმხლები პირები დარჩნენ.
ეროსი კიწმარიშვილი
ეროსი კიწმარიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი