ახალი ამბები

მაესტროს შენობასთან მხარდამჭერთა ჯგუფი მივიდა

30 ნოემბერი, 2011 •
მაესტროს შენობასთან მხარდამჭერთა ჯგუფი მივიდა
რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია ”მაესტროს” შენობასთნ ორგანიზაციის ” ახალგაზრდები სამართლიანი ცვლილებებისთვის” წევრები მივიდნენ 

ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა ზაზა სვანაძემ განაცხადა, რომ თუ ეროსი კიწმარიშვილი არ დატოვებს მაესტროს, ისინი მასავით ღობეზე გადაძვერბიან და აიძულებენ, დატოვოს მაესტრო.

ტელეკომპანია ”მაესტროსთან” ორგანიზაციის წევრები მივიდნენ ტრანსპარანტებით, ეროსი კიწმარიშვილის გამოსახულებით და წარწერით: ” მიშას უნდოდა დაესწრო, შენ დაარბიე მაესტრო”

ტრანსპარანტებზე სხვა  წარწერებიც არის: ” მაესტრო შემდეგი არ იქნება” და იმედის ლოგო;  ”კიწმარიშვილის მისია, მაესტრო გახდეს სხვისია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი