ახალი ამბები

ნიკა ჩიტაძე ნატოს ელჩებთან შეხვედრის შესახებ

10 ნოემბერი, 2011 • 1294
ნიკა ჩიტაძე ნატოს ელჩებთან შეხვედრის შესახებ

 

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა ნატოს ელჩებთან. პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობდა, ყურადღება რამდენიმე საკითხზე გამახვილდა, მათ შორის იმაზე, თუ რამდენად უწყობს ხელს ნატოს სამოკავშირეო ოფისი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
“საუბარი, ასევე, შეეხო ნატო–რუსეთის ურთიერთობებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ არასამათვრობო ორგანიზაციებთან ერთობლივ პროექტებს, რომლებმაც ხელი უნდა შეეწყოს დიპლომატიური გზით კონფლიქტების მოგვარებას. ასევე, საუბარი იყო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქართული სამშვიდობო კონიტიგენტის მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, იმაზე, თუ რამდენად დადებითად აღიქვამს მას საქართველოს მოსახლეობა”, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსაც. რაც შეეხება მაპ–ს, ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირი, უშუალო საუბარი მათი მხრიდან არ ყოფილა, ხოლო თავად ჩიტაძემ გამოთქვა სურვილი, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა  მიაღწიონ კონსესუსს, რათა საქართელოს მიენიჭოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად ნატოს ექნება პრობლემები, რადგან აქ ნათლად ჩანს მესამე მხარის ირიბი ჩარევა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მასალების გადაბეჭდვის წესი