ახალი ამბები

ნატოს დელეგაცია სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

10 ნოემბერი, 2011 • 1066
ნატოს დელეგაცია სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

ამ წუთებში სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” ნატოს 28 ქვეყნის მინისტრები ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომდგენლებს ხვდებიან.

შეხვედრაში მონაწილეობენ უსაფრთხოების, სასამართლო სისტემის, სასჯელაღსრულების სფეროში, მედიის საკითხებზე მომუშავე არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულია და მის დაწყებამდე კომენტარები პრესისთვის არ გაკეთებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი