საფრანგეთის ქალაქი კანი საერთაშორისო კინოფესტივალს უკვე 69-ედ მასპინძლობს. გახნის ცერემონიაზე ამერიკელი რეჟისორის, ვუდი ალენის ფილმი Café Society უჩვენეს, რომელსაც თავად ფილმის მსახიობები: ბლეიკ ლაივლი, კრისტენ სტიუარდი და ჯესი ეიზენბერგი დაესწრნენ. წელს ფესტივალი 11-22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ჟიურის კი ავსტრალიელი რეჟისორი, ჯორჯ მილერი ხელმძღვანელობს.
მსახიობი ბლეიკ ლაივლი კანის კინოფესტივალის გახსნაზე. ფესტივალი რეჟისორი ვუდი ალენის ფილმით “Cafe Socirty” გაიხსნა. 11.05.16 ფოტო: EPA/IAN LANGSDON
მსახიობი კრისტენ სტიუარტი კანის კინოფესტივალის გახსნაზე. ფესტივალი რეჟისორი ვუდი ალენის ფილმით “Cafe Socirty” გაიხსნა. 11.05.16 ფოტო: EPA/IAN LANGSDON
ფილმის “Cafe Socirty” რეჟისორი ვუდი ალენი და მსახიობები ბლეიკ ლაივლი, კრისტენ სტიუარტი, ჯესი ეიზენბერგი. 11.05.16 ფოტო: EPA/IAN LANGSDON
რეჟისორი ვუდი ალენი კინოფესტივალის გახსნამდე, პრესკონფერენციაზე. 11.05.16 ფოტო: EPA/SEBASTIEN NOGIER
წელს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში სხვა რეჟისორების ფილმებთან ერთად ჯიმ ჯარმუშის, ძმები დარდენების, პედრო ალმოდოვარის, კრისტი პუიუს და კრისტიან მუნჯიუს ფილმებია ჩართული. კონკურსანტთა სრული სიის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.
კანის კინოფესტივალის ჟიურის წლევანდელი თავმჯდომარე რეჟისორი ჯორჯ მილერი ფესტივალის გახსნაზე. 11.05.16 ფოტო: EPA/IAN LANGSDON
კანის კინოფესტივალის წლევანდელი ჟიური: მსახიობი კრისტენ დანსტი, მსახიობი ვანესა პარადისი, რეჟისორი ჯორჯ მილერი, მსახიობი ვალერია ჯორინო და პროდიუსერი კატაიონ შაჰიბი. 11.05.16 ფოტო: EPA/IAN LANGSDON