ახალი ამბები

ოქროს პალმის რტო რუბენ ოსტლუნდს გადაეცა „სევდის სამკუთხედისთვის“

29 მაისი, 2022 • 1256
ოქროს პალმის რტო რუბენ ოსტლუნდს გადაეცა „სევდის სამკუთხედისთვის“

კანის 75-ე ფესტივალზე ოქროს პალმის რტო გადაეცა შვედ რეჟისორს, რუბენ ოსტლუნდს სატირული ფილმისთვის, „სევდის სამკუთხედისათვის“.

ამ პრიზით რუბენ ოსტლუნდი შეუერთდა იმ იშვიათ სახელებს, რომლებსაც ორჯერ აქვთ ოქროს პალმის რტო მიღებული. პირველად მან ეს პრიზი 2017 წელს დაიმსახურა ფილმ „კვადრატისათვის“.

კანის კინოფესტივალზე დღეს ჟიურის განსაკუთრებული პრიზი მიიღეს ძმებმა დარდენებმა [ფილმისთვის „ტორი და ლოკიტა“], რომლებიც ასევე არიან იმ იშვიათ რეჟისორებს შორის, რომელთაც ორჯერ აქვთ ოქროს პალმის რტო მიღებული.

კანის გრან-პრი ერთდროულად ორ ფილმს გადაეცა: კლერ დენის „ვარსკვლავებს შუადღისას“ და ბელგიელი ლუკას დონტის ფილმს „ახლოს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი