ახალი ამბები

ახლა კინო არ უნდა იყოს უხმო – ზელენსკი კანის კინოფესტივალზე სიტვყვით გამოვიდა

18 მაისი, 2022 • 1182
ახლა კინო არ უნდა იყოს უხმო – ზელენსკი კანის კინოფესტივალზე სიტვყვით გამოვიდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანის 75-ე კინოფესტივალის გახსნაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართა.

ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლაში ფაშიზმე გადაღებული ჩარლი ჩაპლინის სატირა „დიდი დიქტატორი“ გაიხსენა და მსფოლიო ვარსკვალებსა და კინორეჟისორებს მოუწოდა, რომ უკრიანაში მიმდინარე ომის ფონზე ანალოგიურად წინ აღუდგნენ იმას,  „რასაც შეუძლია მთელი კონტინენტი ცეცხლის ალში გახვიოს“

„ადამიანთა სიძულვილი გაივლის და დიქტატორები დაიღუპებიან და ძალაუფლება, რომელიც მათ წაართვეს ხალხს, დაუბრუნდება ხალხს. და სანამ ადამიანები იღუპებიან, თავისუფლება არასოდეს დაიღუპება“, – თქვა ზელენსკიმ ჩაპლინის „დიდი დიქტატორის“ ციტირებით.

ზელენსკის თქმით, მათ ახალი ჩარლი ჩაპლინი სჭირდებათ, რომელიც დაამტკიცებს, რომ კინო უხმო არ არის.

”ისევე, როგორც  მაშინ, ახლა არის დიქტატორი, ისევე, როგორც მაშინ, ახლა არის ომი თავისუფლებისთვის. ისევ, როგორც მაშინ, ახლა კინო არ უნდა იყოს უხმო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი