ნეტგაზეთი | ალმოდოვარი, დარდენები, მუნჯიუ – კანის კინოფესტივალის მონაწილეთა სია ცნობილია ალმოდოვარი, დარდენები, მუნჯიუ – კანის კინოფესტივალის მონაწილეთა სია ცნობილია – Netgazeti
Batumelebi | RU

ალმოდოვარი, დარდენები, მუნჯიუ – კანის კინოფესტივალის მონაწილეთა სია ცნობილია

კანის 69-ე კინოფესტივალის  პროგრამა დღეს, 14 აპრილს გახდა ცნობილი. კინოფესტივალის ორგანიზატორების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომ საკონკურსო პროგრამაში სხვა რეჟისორების ფილმებთან ერთად ჯიმ ჯარმუშის, ძმები დარდენების, პედრო ალმოდოვარის, კრისტი პუიუს და კრისტიან მუნჯიუს ფილმებია ჩართული.

ფესტივალს 11 მაისს ვუდი ალენის რომანტიკული კომედია „Cafe society” გახსნის. ფილმში მოქმედება 1930-იან წლებში ვითარდება. მთავარი გმირის, ჯეიმსის როლს კი, რომელიც კინოინდუსტრიაში თავის დასამკვიდრებლად ჰოლივუდში ჩადის, ჯესი ეიზენბერგი ასრულებს.  

selection-art-EN

კონკუსანტთა სრული სია კი ასე გმაოიყურება:

Toni Erdman” – რეჟისორი: მარენ ედ (გერმანია)
Julieta” – რეჟისორი: პედრო ალმოდოვარი (ესპანეთი)
Personal Shopper” – რეჟისორი: ოლივიერ ასაიასი (საფრანგეთი)
American Honey” – რეჟისორი ანდრეა არნოლდი (ბრიტანეთი)
The Unknown Girl” – რეჟისორი  ჟან-პიერ და ლუკ დარდენები (ბელგია)
It’s Only the End of the World” – რეჟისორი: ქსავიე დოლანი (კანადა)
Slack Bay” – რეჟისორი: ბრუნო დუმონი (საფრანგეთი)
Paterson,” – რეჟისორი: ჯიმ ჯარმუში (აშშ)
Rester Vertical” – რეჟისორი: ალან გუიროდი (საფრანგეთი)
Aquarius” რეჟისორი: კლებერ მენდონკა ფილო (ბრაზილია)
From the Land of the Moon” რეჟისორი: ნიკოლ გარსია (საფრანგეთი)
I, Daniel Blake” – რეჟისორი: კენ ლოუჩი (ბრიტანეთი)
“Ma’Rosa” – რეჟისორი: ბრილ’ანტე მენდოსა (ფილიპინები)
Bacalaureat” – რეჟისორი: კრისტიან მუნჯიუ (რუმინეთი)
Loving,” – რეჟისორი: ჯეფ ნიკოლსი (აშშ)
Agassi,” – რეჟისორი: პარკ ჩხან-ვუკი (სამხრეთ კორეა)
The Last Face” – რეჟისორი: შონ პენი (აშშ)
Sieranevada” – რეჟისორი: კრისტი პუიუ (რუმინეთი)
Elle,”  – რეჟისორი: ჰოლ ვერჰოვენი (ჰოლანდია)
The Neon Demon” – რეჟისორი ნიკოლას ვინდინგ რეფნი (დანია)

კანის კინოფესტივალი

გამოქვენდა იმ ფილმების ჩამონათვალიც, რომლებიც კანის კინოფესტივალზე, სპეციალურ კატეგორიაში – „განსხვავებული ხედვა“, ჯილდოსთვის იბრძოელებენ:

“Varoonegi” – რეჟისორი: ბენჰამ ბეზჰადი (ირანი)
“Apprentice“ – რეჟისორი: ჯუნკინგ ბუ (სინგაპური)
“Voir du Pays“ – რეჟისორი: დელფინ დამურიელ კულენი (საფრანგეთი)
La Danseuse” – რეჟისორი: სტეფანი დე გიუსტო (საფრანგეთი)
“Clash,” რეჟისორი: – მოჰამედ დიაბი (ეგვიპტე)
“La Tortue Rouge” – რეჟისორი: მაიკლ დადოკ დე უიტი (ჰოლანდია)
“Fuchi Bi Tatsu” – რეჟისორი: ფუკადა კოკი (იაპონია)
“Omar Shakhsiya” – რეჟისორი: მაჰა ჰაი (ისრაელი)
“Me’Ever Laharim Vehagvaot“ – რეჟისორი: ერან კოლირინი (ისრაელი)
After The Storm”  – რეჟისორი: კორეედა ხიროკაძუ (იაპონია)
Hymyileva Mies” რეჟისორი: იუხო კოუსმანენი (ფინეთი)
La Large Noche de Francisco Sanctis” – რეჟისორი ფრანცისკო მარკესი და ანრეა ტესტა (არგენტინა)
“Caini” – რეჟისორი: ბოგდან მირიცა (რუმინეთი)
“Pericle Il Nero” –  რეჟისორი: სტეფანო მორდინი (იტალია)
Captain Fantastic” – რეჟისორი: მეთ როსი (აშშ)
The Transfiguration” რეჟისორი: მაიკლ ო’ში (აშშ)
“Uchenik” – რეჟისორი:  კირილ სერებრენიკოვი (რუსეთი)

ცნობილია არასაკონკურსო ფილმების ჩამონათვალიც. მათ შორისაა „The BFG” -რეჟისორი: სტივენ სპილბერგი (აშშ) , „Goksung” – რეჟისორი: ნა ჰონგ-ჯინი (სამხრეთ კორეა), „Money Monster” – რეჟისორი: ჯუდი ფოსტერი (აშშ) და „The Nice Guys” – რეჟისორი: შეინ ბლეიქი (აშშ).

ტრადიციულად გაიმართება სპეციალური ჩვენებებიც. ამ კატეგორიაში წლელვანდელი პროგრამა ასე გამოიყურება:

“’L’ultima Spiaggia” –  რეჟისორი: თანოს ანასტოპულუსი
“A Chad Tragedy” – რეჟისორი: მაჰამთ-სალეჰ ხარუნი
“The Death of Louis XIV” – რეჟისორი: ალბერტ სერა
Le Cancre” – რეჟისორი: პოლ ვეკიალი
“Gimme Danger” – რეჟისორი: ჯიმ ჯარმუში
“The Train to Busan” – რეჟისორი: იეონ სანგ-ხო

კინოფესტივალის ჟიურის ავსტრალიელი კინორეჟისორი ჯორჯ მილერი უხელმძღვანელებს. მისი ბოლო ნამუშევარი “შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა”  ოსკარის 10 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. ჯორჯ მილერის პირველი ფილმი 1979 წელს გამოვიდა. “შეშლილი მაქსის” ტრილოგიამ, რომელმაც ჰოლივუდს მელ გიბსონი გააცნო, რეჟისორს პოპულარობა მოუტანა. ბოლო ფილმმა “შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა” მსოფლიო კინოგაქირავებაში $375.8 მილიონის შეგროვება შეძლო. ფილმისათვის რეჟისორი აკადემიამ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში წარადგინა, თუმცა ჯილდო ვერ მიიღო.

ფესტივალი 11-22 მაისს გაიმართება.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.