ახალი ამბები

პრემიერი სასამართლოს რეფორმაზე: სისტემა იდეალური ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენ წინ მივიწევთ

21 აპრილი, 2016 • 1602
პრემიერი სასამართლოს რეფორმაზე: სისტემა იდეალური ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენ წინ მივიწევთ

გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, რომ საქართველოში მართლმაჯულების სისტემის რეფოემებით კმაყოფილი არ არის, თუმცა 2012 წელთან შედარებით შესამჩნევ პროგრესს მიაღწიეს.

პარლამენტის ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარემ პრემიერს ჰკითხა, თუ რამდენად კმაყოფილი იყო მართლსაჯულების სამი ტალღის რეფორმების განხორციელებით, რომლის პირობებშიც “ისეთი მოსამართლე დაინიშნა თანამდებობაზე, რომლის გადაწყვეტილებები მრავალჯერ გაუქმდა ევროპული სასამართლოს მხრიდან”.

“თვითკმაყოფილებას ნამდვილად არ მივცემივართ რეფორმების ჩატარების თვალსაზრისით. ყველაფერი შედარებითია. თუ შევადარებთ არსებულ სასამართლო სისტემას საქართველოში, იმ სისტემას, როემლიც არსებობდა 4 წლის წინ, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ პროგრესი თვალშისაცემია. სამი თანამიმდევრული ტალღა ჩატარდა სასამართლო სისტემის. პირველი-2014 წლის მაისში, მეორე – 2015 წლის აგვისტოში და მესამე – პარლამენტს განსახილველად გადაეცა 2015 წლის დეკემბერში. ეს გახლავთ საკანონმდებლო დოკუმენტების ახალი ჯგუფი, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლოს დამოუკიდევლობის გაფართოებას. რა თქმა უნდა, შეიძლება არსებობდნენ და მუშაობდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც წინა სისტემას წარმოადგენდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, რა ბრალდებებს მოვისმენთ ოპოზიციის მხრიდან, თუ ყველა მოსამართლეს გავათავისუფლებთ, რომლებიც წინა სისტემაში მუშაობდნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ ვაკეთებთ. სისტემა იდეალური ნამდვილად არ გახლავთ, მაგრამ,ჩვენ წინ მივიწევთ, ჩვენი რეფორმების დღის წესრიგში. ის პროგრესი, როემლიც სასამართლო რეფორმების თვალსაზრისით არის მიღწეული, აღიარებულია მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან,”- განაცხადა მან.

34 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარმა კოალიციამ “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” დაიწყო კამპანია “სამართალი ითხოვს”, რომლის ფარგლებშიც მართლმსაჯულების სისტემაში ძირეული რეფორმების გატარებას მოითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემას კლანები მართავენ და მოითხოვენ, რომ შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, რადგანაც შერჩევა/დანიშვნის დღეს არსებული წესი ხარვეზიანი და გაუმჭვირვალეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი