ახალი ამბებირეკლამა

SilkTV-ი „სამეფო კარის თამაშების“ ახალი სეზონის ჩვენებას იწყებს

15 აპრილი, 2016 • 1430
SilkTV-ი „სამეფო კარის თამაშების“ ახალი სეზონის  ჩვენებას იწყებს

სილქნეტი მსოფლიო პრემიერის კვალდაკვალ, საქართველოს მასშტაბით, გახმაურებული სერიალისსამეფო კარის თამაშებისრეტრანსლირებას იწყებსკინო მოყვარულებისთვის კომპანიამ ახალი არხები A-Media Premium, A-Media Hit და  A-Media1 შეიძინა, სადაც  HBO; Showtime; CBS; Starz; FOX; Sony; Fremantle; ABC; BBC; ТНТ; Cinemax; The CW სტუდიების კინოპროდუქციის ჩვენება მიმდინარეობს.

სილქნეტის სატელევიზიო სერვისის მომხმარებლებს მომსახურების პაკეტებში არხების რაოდენობა მნიშვნელოვნად ეზრდებათ და პერიოდულად განახლდება თითოეული პაკეტი.  

15 აპრილიდან  „ლაით“ პაკეტს ემატება ორი ახალი არხი  «A-Media Premium HD» და  «A-Media1», მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება  სასურველ ენაზე (რუსული/ ინგლისური). მიადევნოს თვალი მსოფლიო პრემიერებს. ამავე პაკეტის მომხმარებელი გასართობი არხის «Сарафан»-ის მაუწყებლობით ისარგებლებს.   
მრავალფეროვანი ხდება სპორტული კონტენტიც. თემატურ პაკეტს „სპორტი“ – ახალი არხი «БОКС ТВ»  დაემატება, ამ არხზე   მსოფლიო კრივის ტოპ ყველაზე რეიტინგული ორთაბრძოლების ტრანსლაცია მიმდინარეობს.
თემატურ „ჰობი“ კიდევ ერთი არხით, «Домашний»-ითგამდიდრდება“. არხს მრავალფეროვანი პროგრამა აქვს- კულინარიიდან დაწყებული, დიზაინით, მოგზაურობით, ფილმებისა და სერიალებით  გაგრძელებული.

თემატურ პაკეტს  „კინო“- მრავალფეროვანი კინო პროგრამით შეუერთდება A-Media  ჯგუფის ფილმებისა და სერიალების კიდევ ერთი არხი «A-Media Hit».

 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სილქნეტის კინომოყვარულ მომხმარებელს მსოფლიო კინოინდუსტრიის საუკეთესო ფილმების პრემიერები ელის   17 აპრილიდან იწყება HBO ახალი სერიალი «კონფირმაცია», რომელიც 1991 წლის პოლიტიკური სკანდალის ისტორიაზე მოგვითხრობს და გახმაურებულ გამოძიებას ეხებამთავარ როლში სერიალსკანდალისმსახიობი ქერი ვაშინგტონი მონაწილეობს. 25 აპრილიდან-27 ივნისის ჩათვლით  მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება სამეფო კარის თამაშების მე-6 სეზონს მიადევნოს თვალივინც  სერიალს სილიკონის ველსადევნებს თვალს,  მე-3 სეზონი სტარტს უკვე  25 აპრილიდან აიღებს. ასევე იგეგმება Power მე-3 სეზონი  (ძალაუფლება ღამის ქალაქში) მსოფლიო პრემიერის ჩვენება.

არხები-2

მასალების გადაბეჭდვის წესი