ახალი ამბები

ქუთაისში მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზარდა

15 სექტემბერი, 2011 • • 1085
ქუთაისში მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზარდა
ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის, ”ჰერკულესის” წინ მოშიმშილე ადამიანებს კიდევ ორი კაცი შეუერთდა. ქარხნის ყოფილი და ამჟამინდელი მუშები 13 სექტემბერს გაიფიცნენ და ადმინისტრაციისგან სამსახურიდან გათავისუფლებულების აღდგენა, ასევე სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.

ამჟამად გაფიცულები ქარხსნის მიმდებარე ტერიტორიზე იმყოფებიან და უვადო გაფიცვისა და შიმშილობის შეწყვეტას საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ, ”ჰერკულესის” ადმინისტრაცია კი მოლაპარაკებებზე ჯერჯერობით არ მიდის.

ქარხნის ერთ-ერთი დირექტორი რომან ლებანიძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ქარხნის მუშები ყოველდღიურად ახალ–ახალ მოთხოვნებს უმატებენ, ”ყველაფრის ერთ დღეში გადაწყვეტა კი რთულია.” მისი თქმით, ადმინისტრაცია სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე მუშოაბს, თუმცა ”მუშებს ამის დანახვა არ უნდათ.”

”ჰერკულესის” წინ ამჟამად ქარხნის 150-მდე მუშაა გაფიცული, რის შედეგადაც, ადმინისტრაციის თქმით, საწარმო სრული დატვირთვით ვეღარ მუშაობს, თუმცა მუშაობა არ შეწყვეტილა. გაფიცულთაგან დღეისათვის ოთხი ადამიანი შიმშილობს, ისინი შიმშილობის შეწყვეტას ჯერჯეჯრობით არ აპირებენ.

ამავე თემაზე:

გაფიცვისა და შიმშილობის მეორე დღე ქუთაისში

პოლიციამ გაფიცულებს კარავი დააშლევინა

ქუთაისში გაფიცულმა მუშებმა შიმშილობა დაიწყეს

ქუთაისში ქარხნის მუშები გაიფიცნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი