ახალი ამბები

“კონსერვატორები” საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან

2 აპრილი, 2016 • 1640
“კონსერვატორები” საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან

“კონსერვატიული პარტიია” საპარლამენტო უმრავლსობაში რჩება. ეს გადაწყეტილება პარტიის ეროვნულ ყრილობაზე მიიღეს:

“ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიგვაჩნია პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, კოალიციის დაშლის მიუხედავად, კონსერვატიული პარტია რჩება უმრავლესობაში და კონსერვატორები ვაგრძელებთ ყველა იმ რეფორმის მხარდაჭერას, რომელიც 2012 წელს კოალიციურ რეჟიმში დავიწყეთ. ხელისუფლებასთან ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას ამ რეფორმების თანმიმდევრულად და წარმატების განსახორციელებლად. ყველა მომავალი მოქმედების განხორციელება თანხვედრი იქნება საქართველოს სახელმწიფობრივ ინტერესთან და უპირველესად კი, ევროპაში ინტეგრაციის პროცესთან, ასევე, ქვეყანაში დემოკრატიული  პროცესების სტაბილურ განვითარებასთან. “- განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა.

მისივე განამრტებით, ეროვნულმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს კონსულტაციები, თუ რა ფორმით მიიღებს პარტია მონაწილეობას 2016 წლის არჩევნებში:

“პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს კონსულტაციები, თუ რა ფორმით მიიღებს პარტია მონაწილეობას 2016 წლის არჩევნებში. ჩვენ არ ვაპირებთ ოპოზიციაში წასვლას. კონსულტაციები შედგება მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ პარტიებთან, რომლებიც ხელისუფლებასთან დაკავშირებული პარტიებია. სხვა ტიპის კონსულტაციებს ჩვენ არ ვაპირებთ,”- აღნიშნა ძიძიგურმა.

31 მარტს რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ისინი 2016 წლის არჩვენებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა მანამდე მთავრობაში თანამდებობის დატოვებას არ აპირებენ. არჩევნებზე დამოუკიდებლად მონაწილეობას გეგმავს პარტია “ქართული ოცნებაც.”

“ეროვნული ფორუმის” პოლიტიკურმა მდივნის, გუბაზ სანიძის თქმით, პარტიის ყრილობაზე გაირკვევა, დარჩებიან თუ არა ისინი საპარლამენტო უმრავლესობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი