ახალი ამბები

“ეროვნული ფორუმი” 3 აპრილს იმსჯელებს, დარჩება თუ არა კოალიციასა და უმრავლესობაში

1 აპრილი, 2016 • 1687
“ეროვნული ფორუმი” 3 აპრილს იმსჯელებს, დარჩება თუ არა კოალიციასა და უმრავლესობაში

“ეროვნული ფორუმის” პოლიტიკურმა მდივნის, გუბაზ სანიძის თქმით, პარტიის ყრილობაზე გაირკვევა, დარჩებიან თუ არა ისინი საპარლამენტო უმრავლესობაში.

“რესპუბლიკელებმა და ოცნებამ” ფაქტიურად დაგვასწრეს, გადაწყვეტილება მიიღეს. დღის წესრიგი გარკვეულწილად შეიცვლება მომდევნო ყრილობაზე. ცხადზე უცხადესია, რომ ფორუმი ცალკე აპირებს არჩევნებში გასვლას. მთავარი სიმძიმის ცენტრი უკვე ამ შეკითხვაზე გადავიდა – ფორუმი დარჩება თუ არა კოალიციაში. კოალიციაში თუ არ დავრჩებით ჩვენ, მაშინ უმრავლესობაშიც ვეღარ დავრჩებით. უმრავლესობის გარეშე პარლამენტს უკვე ცოტა გაუჭირდება მუშაობა”, – განუცხადა “რუსთავი 2-ს გუბაზ სანიკიძემ.

“ეროვნული ფორუმის” პოლიტიკური საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წევრ ანი მიროტაძის განცხადებით, ყრილობა 3 აპრილს, 13:00 საათზე “ექსპო ჯორჯიაში” გაიმართება.

პარლამენტარის თქმით, აქამდე განსახილველი საკითხი იყო ის, თუ რა ფორმით მიიღებდა 2016 წლის საპარლამეტო არჩევნებში “ეროვნული ფორუმი” მონაწილეობას – გავა დამოუკიდებლად, თუ “ქართულ ოცნებასთან” ერთად. თუმცა განვითარებულმა მოვლენებმა შეცვალა რეალობა და საკითხებს კორექტირება მოუწევს, მაგრამ არ გადაიხედება კითხვა- დამოუკიდებლად, თუ “ქართულ ოცნებასთან” ერთად.

ანი მიროტაძის თქმით, “ეროვნული ფორუმის” არჩევანი იქნება ისეთი, როგორ გადაწყვეტილებასაც ყრილობის დელეგატების უმრავლესობა მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი